Грузия

,

{name} online television1TV

Грузия / Общественные

2 427 Просмотры

პირველი არხი — საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ტელეარხი. მაუწყებლობს 1956 წლიდან საქართველოს მასშტაბით. ამჟამად საქართველოს მოსახლეობის 85% იღებს პირველი არხის მაუწყებლობას.

{name} online television2TV

Грузия / Общественные

2 181 Просмотры

მეორე არხი — საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე ტელეარხი. მაუწყებლობს 1991 წლიდან საქართველოს მასშტაბით. მეორე არხის სიგნალს მეტრულ სიხშირეზე საქართველოს მოსახლეობის 55% იღებს, თუმცა ტელეარხი თავის პაკეტში შეტანილი აქვს თანამგზავრული ტელემაუწყებლობის ოპერატორ მაგთისატს. ამჟამად მეორე არხი გადასცემს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების ტრანსლაციას, ყოველდღიურად გამართულ ბრიფინგებსა („ბრიფინგის დრო“) და გადაცემებს — „თავისუფალი ტრიბუნა“, „არგუმენტების დრო“ (თოქ-შოუ), ეპიცენტრი და საინფორმაციო გამოშვება მოამბე ხუთ ენაზე (რუსული, აფხაზური, ოსური, აზერბაიჯანული, სომხური), ასევე პირველ არხზე გასულ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს.

{name} online televisionAdjara TV

Грузия / Новости

1 943 Просмотры

აჭარის ტელევიზია - Ajara TV. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსაჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. ორგანიზაცია შექმნილია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით. მაუწყებელი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად ისე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად ხელშეუხებელი იყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და საქართველოში.

{name} online televisionBatumi TV

Грузия / Местные

1 306 Просмотры

ტელეკომპანია ბათუმი 2016 წლის 18 ივნისიდან მაუწყებლობს ქართულ ტელესივრცეში.
არხი დაარსებულია აჭარაში.
არხის მთავრ მიზანს საზოგადოებისათვის საინტერესო, გასართობ, შემეცნებით, პოლიტიკურ თუ სხვა გადაცემათა შემოთავაზება.
ტელეკომპანია ბათუმი დაკომპლექტებულია, გამოცდილი და პროფესიონალი კადრებისაგან, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ არხის განვითრებისათვის.
ამ ეტაპისათვის არხი მაუწყებლობს Silk TV-ს აბონეტნებისთვის, My video-სა და ადგილობრივ საკაბელო ქსელებში.

{name} online televisionDia TV

Грузия / Местные

890 Просмотры

ეს გვერდი ემსახურება ''დიას'' მიერ მომზადებულ მასალებზე ინტერნეტ მომხმარებლის დისკუსიას, მათ გამოხმაურებას და ახალი ამბებით საზოგადოების ინფორმირებას.

{name} online televisionGDS TV

Грузия / Развлекательные

1 767 Просмотры

GDS TV- გასართობი, მუსიკალური და შემეცნებითი ტელევიზია.
საეთერო ბადე 2012 წლის, ნოემბრის ბოლო რიცხვებიდან ყოველდღიურად ივსება განსხვავებული ფორმატის, საინტერესო, ნოვატორული და ახალგაზრდული პროექტებით.
ტელევიზიის ძირითადი სეგმენტი ახალგაზრდა თაობაა ,თუმცა არხმა უკვე დაიწყო ისეთი პროექტების ჩვენება რომელიც ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა.
GDS TV HD ხარისხით მაუწყებლობს საკაბელო ტელევიზიების და სატელიტური თეფშების საშუალებით.

{name} online televisionGurjaani tv

Грузия / Местные

1 149 Просмотры

ტელეკომპანია ,,გურჯაანი” , რეგიონული ტელევიზია კახეთის მხარეში, 1993 წლიდან მაუწყებლობს. მისი პოტენციური აუდიტორია ციფრულ მაუწყებლობაზე 200 000-მდე ადამიანს შეადგენს. არხი მაუწყებლობს ,,სილქნეტსა“ და ,,მაქთისატზე“, ამიტომ მაყურებელთა რაოდენობა შესაძლებელია რამდენიმე ასეულ ათასს აღწევს.

ტელეკომპანია ,,გურჯაანი” დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს. მაუწყებლობა 8:00 საათზე იწყება და 02:00 საათზე მთავრდება. საინფორმაციო სამსახური კახეთში, საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შესახებ ტელემაყურებელს დღეში 4-ჯერ, პირდაპირ ეთერში აწვდის ინფორმაციას.

{name} online televisionIberia TV

Грузия / Местные / Развлекательные

1 902 Просмотры

იბერია TV. ტელეკომპანია“იბერია TV”დაარსდა 2000 წელს და მისი მფლობელი საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი და წარმატებული ბიზნეს-კომპანია, მსხვილი დამსაქმებელი“ომეგა-ჯგუფია”.
2004 წელს“ვარდების რევოლუციის”შემდეგ“იბერია TV”-ს მაღალი პროფესიული სტანდარტი, გამორჩეული ოპერატიულობა და ობიექტურობა გახდა ამ ტელეკომპანიის ძალადობრივი გზით დახურვისა და დარბევის მიზეზი. მაგრამ 2013 წელს, ახალი პოლიტიკური რეალობის პირობებში“ომეგა–ჯგუფმა”დაიბრუნა მაუწყებლობის უკანონოდ წართმეული ლიცენზია და 2015 წლის სექტემბერში საერთო მაუწყებლობით, განახლებული ხედვით, სუპერთანამედროვე ტექნიკით, საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამებით გავიდა ეთერში.

{name} online televisionImedi TV

Грузия / Общественные

2 506 Просмотры

იმედი — კერძო ტელე და რადიოკომპანია საქართველოში, დაფუძნდა 2003 წლის მარტში. მისი დამფუძნებელია ჰოლდინგი ი-მედია. ტელეკომპანიის გარდა ჰოლდინგის სტრუქტურა საგამომცემლო, რადიო, ტელეპროდუქციის მწარმოებელ და სხვა კომპანიებს აერთიანებს. თავდაპირველად როცა ჰოლდინგი ინვესტორთა ჯგუფის მფლობელობაში იყო, მას ბადრი პატარკაციშვილი ხელმძღვანელობდა 2008 წლამდე, 6 წლის განმავლობაში.

{name} online televisionImervizia.TV

Грузия / Местные

1 084 Просмотры

იმერვიზია Live. იმერვიზია-ს ყურება ონლაინ.

{name} online televisionKavkasia TV

Грузия / Местные

1 785 Просмотры

Kavkasia TV - ტელეკომპანია კავკასია

{name} online televisionLiloTV

Грузия / Lifestyle

1 366 Просмотры

ტელევიზია ლილო TV დაფუძნდა 2016 წელს, რომელიც არის კომერციულია ტელევიზია. დაარსებულია კომპანია ‘’ლილო მოლის’’ მიერ.
ლილო TV მორგებულია კომერციულ გადაცემებზე. ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, ბიზნეს სიახლეებსა და გასართობ პროგრამებს. მომხარებელს ასევე შეეძლება ტელემარკეტით სარგებლობა. ითვალისწინებს რა დღევანდელობის მოთხოვნებს, მოვლენების დინამიკურ განვითარებასა და საზოგადოების დაკვეთას, “ლილო TV” მუდმივი განახლებისა და ძიების პროცესშია. კომპანიის მიზანია წარმოდგენილი პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომწოდებლებთან და კლიენტებთან თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარება, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე ტელესიგნალის გავრცელება და რაც შეიძლება ფართო აუდიტორიის დაინტერესება.

{name} online televisionMaestro TV

Грузия / Общественные / Новости

1 369 Просмотры

სტუდია "მაესტრო" შეიქმნა 1995 წლის თებერვალში. ის ეთერში გადიოდა სახელმწიფო ტელევიზიის I და II არხებზე სხვადასხვა გასართობი გადაცემებით. 2001 წელს "მაესტრომ" ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" ეთერში პირველად საქართველოში შექმნა მუსიკალურ-გასართობი არხი. შემდეგ კი მოღვაწეობა გააგრძელა ტელეკომპანია "ევრიკაზე". სტუდია "მაესტროს" განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი სხვადასხვა პროექტი, რამდენიმე სატელევიზიო თამაში და ლატარეა. "მაესტრო" ყოველთვის ითვლებოდა ნოვატორ სტუდიად. მან პირველმა საქართველოში შექმნა იუმორისტულ-სატირული გადაცემა "პა-სეანსი", ასევე პირველმა გააკეთა მუსიკალურ-გასართობი არხი და პირველმა შესთავაზა მაყურებელს საქართველოს ისტორიაში პირველი რეალური შოუ "ამტანი". სტუდია "მაესტროს" მოღვაწეობის ახალი არეალი "მაესტრო" ეთერში გადის გაფართოებული მაუწყებლობით. მისი პროგრამები ვრცელდება საკაბელო ქსელის მეშვეობით თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, აგრეთვე რამდენიმე სხვა რაიონში. მაუწყებლობის არეალის გაზრდამ "მაესტროს" გადააწყვეტინა ახალი კონცეფციის შექმნა. იმისათვის, რომ მაყურებლისთვის, რეკლამის დამკვეთისთვის, მომხმარებლისთვის უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო "მაესტროსთან" ურთიერთობა, გაიზარდა მომსახურეობის სახეები, მზადების პროცესშია ახალი გადაცემები.

{name} online televisionMALL TV

Грузия / Lifestyle

1 544 Просмотры

"მოლი ტვ" სატელევიზიო არხი რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ შეიძინოთ საჭირო და საინტერესო ნივთები. მიიღოთ ინფორმაცია ავტომობილების, უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვის , საბანკო საქმიანობის და უამრავი სხვა კომერციული წინადადების შესახებ. განათავსოთ ჩვენს ეთერში თქვენი პროდუქციის რეკლამა, აცნობოთ ფართო აუდიტორიას თქვენი საქმიანობის შესახებ და ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ ცნობადობის ასამაღლებლად. დაგვიკავშირდით და გახდით ჩვენი პარტნიორები!

{name} online televisionMega TV

Грузия / Местные

1 359 Просмотры

მეგა ტვ დაფუძნდა 1991 წ. მაუწყებლობს მე-2 სატელევიზიო მეტრულ არხზე (500ვტ).
2006წლიდან მეგა ტვს სტუდიები მუშაობს ქუთაისში, სადაც იქმნება მეგა ტვ-ს ძირითადი სატელევიზიო პროდუქტი. სატელევიზიო სიგნალი სადგურს რადიო სარელეო კავშირით მიეწოდება.
მეგა ტვ არის საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებელი დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკა ასევე არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, რაც დაეხმარა კომპანიას საზოგადოების ნდობის მოპოვებასა და სხვადასხვა მედია პროექტების წარმატებით განხორციელებაში, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იყო მხარდაჭერილი.
კომპანიის ძირითადი პროდუქტია ახალი ამბები , საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემები და გასართობი მუსიკალური პროგრამები.
მეგა ტვ-ს აქვს სმს მომსახურეობის სერვისი და რეგიონის ბაზარზე ორიენტირებული სარეკლამო ფასები.




.


{name} online televisionMusicBox Tv

Грузия / Музыка

1 531 Просмотры

MUSIC BOX თბილისი - ინტერაქტიული მუსიკალური ტელევიზიაა.
MUSIC BOX თბილისი - საერთაშორისო ქსელ MUSIC BOX Group–ის ნაწილია. ის 1996 წელს უნგრეთში შეიქმნა, შემდეგ კი არხები გახსნა რუმინეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ისრაელში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.
2005 წელს პოპულარულ სატელევიზიო ქსელში ჩაერთო საქართველოც.

{name} online televisionPulsi TV

Грузия / Местные / Развлекательные

1 438 Просмотры

პულსი TV
პირველი სამედიცინო ტელევიზია საქართველოში.
(შემეცნებით-გასართობი სატელევიზიო არხი ჯანმრთელობისა და მედიცინის შესახებ)
ტელევიზიის პროგრამები შემეცნებითია და მის აუდიტორიას შეადგენენ ის პირები, ვისთვისაც სულერთი არ არის ჯანმრთელობაზე ფიქრი, საინტერესოა ჯანმრთელობასა და მედიცინასთან დაკავშირებული თემები.

{name} online televisionQuality Channel

Грузия / Общественные

1 333 Просмотры

ხარისხის არხი. პირველი ქართული სამაუწყებლო კომპანია, რომელიც შეიქმნა არა მარტო ხარისხის პრომოუშენისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით. არმედ შემეცნების, სამყაროს არსის და სამყაროში ადამიანის დანიშნულების წარმოჩენის მიზნით.

{name} online televisionRioni2 TV

Грузия / Местные

1 051 Просмотры

შპს ტელე-რადიო კომპანია "რიონი" საქართველოში 1989 წელს დაარსებული პირველი კომერციული ტელეკომპანიის სამართალმემკვიდრეა. არსებობის 28 წლის მანძილზე "რიონში" მომზადდა არა ერთი პროდუქტიული გადაცემა და პროფესიონალი კადრები.
მაუწყებლობის არეალი: ქუთაისი და მიმდებარე რაიონები მოდიფიცირებული
ლიცენზიით - მთელი საქართველო თანამგზავრული მაუწყებლობა - მაგთისატი
საკაბელო ქსელები - გლობალტვ, სილქტვ, დელტატვ, ტვ7, იმერსატი, ქუთაისის საკაბელო ქსელები, ახალი ქსელების, სამივე საკაბელო და სხვ.

{name} online televisionRioniTV

Грузия / Местные

1 542 Просмотры

Rioni.TV - ტელეკომპანია “რიონი“. რიონი — ქუთაისში მოქმედი ტელე-რადიო კომპანია, პირველი ქართული კომერციული ტელევიზიის (დაარსდა 1986 წელს) სამართალმემკვიდრე. დააარსა ჟურნალისტმა ბადრი კაპეტივაძემ. 1989 წლის 7 მაისს მისივე ხელმძღვანელობით ქუთაისში გაიხსნა პირველი საკაბელო ტელევიზია, გათვლილი 5000 აბონენტზე. 1991 წლის 28 ივნისს მე-7 მეტრულ არხზე პირდაპირ ეთერში გავიდა ტელეკომპანია „რიონი“. 1995 წლის 18 მაისს დარეგისტრირდა შ.პ.ს ტელე-რადიო საზოგადოება „რიონი“, რომლის პრეზიდენტის პოსტი სიცოცხლის ბოლომდე ეკავა ბადრი კაპეტივაძეს (ტრაგიკულად დაიღუპა 2001 წლის 21 დეკემბერს).

{name} online televisionRustavi 2

Грузия / Общественные

3 253 Просмотры

რუსთავი 2 (რ2) — კერძო სატელევიზიო კომპანია საქართველოში. საქართველოს ფარგლებს გარეთ ვრცელდება თანამგზავრის (Eutelsat 36B 36°) მეშვეობით ევროპაში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში.
ტელეკომპანიას ჰყავს კორესპონდენტები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ლონდონსა და პარიზში. მუდმივმოქმედი ბიუროები კი განთავსებული აქვს მოსკოვსა და ვაშინგტონში.

{name} online televisionSaperavi TV

Грузия / Местные

1 664 Просмотры

ახალი ტელეარხი საქართველოს ტელესივრცეში - საფერავი TV.

{name} online televisionSdasu TV

Грузия / Местные

1 196 Просмотры

David Aghmashenebeli University of Georgia was founded in 1991, blessed by Catholicos Patriarch of Georgia Ilia II. For its highly active and purposeful activity the University has already formed its tradition and boosted its rating in European space and consequently is recognized as one of the leaders among the Institutions of higher education within the country.

{name} online televisionTiflis TV

Грузия / Местные

1 262 Просмотры

ტელეკომპანია Tiflis TV 2015 წელს დაარსდა. ჩვენი ტელევიზია მაუწყებლობს საერთო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საკაბელო ქსელის გამოყენებით, ასევე ინტერნეტის საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე. ტელეკომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მაუწყებლობაზე, გააჩნია საკუთარი გადაცემები ზოგადი პროფილით, მათ შორის, საინფორმაციო გამოშვება. დამუშავების პროცესშია დარჩენილი პროექტები და უახლოეს პერიოდში გავა ტელეეთერში.

{name} online televisionTV 24

Грузия / Новости

1 131 Просмотры

სამაუწყებლო კომპანია TV24.

{name} online televisionTV Kvemo Kartli

Грузия / Местные

1 124 Просмотры

ქვემო ქართლის ტელეკომპანია დაარსდა 1998 წელს, მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი პოტენციური მაყურებელია რეგიონის მოსახლეობის 90% მეტი.
სს "ქვემო ქართლის ტელეკომპანია" ფლობს სამ სიხშირეს: რუსთავის,მარნეულის და ბოლნისის. შესაბამისად სამივე ტელევიზიის საშუალებით სს "ქვემო ქართლის ტელეკომპანია" მოიცავს მთელ რეგიონს.
ქვემო ქართლის ტელეკომპანია ასევე მაუწყებლობს ციფრულ სიხშირიზე 210 MHz
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ჯგუფი ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში აშუქებს რეგიონის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს.
საინფორმაციო-ანალიტიკური თოქ-შოუს მეშვეობით საზოგადოებას აქვს თავად მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში საზოგადოებისა და ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად.

{name} online televisionTV MAX

Грузия / Развлекательные

1 449 Просмотры

TV MAX, მაყურებელს სთავაზობს საინფორმაციო გამოშვებას, პოლიტიკურ თოქ-შოუს, სიუჟეტებს, ინტერვიუებს ცნობილ ადამიანებთან, მუსიკალურ და გასართობ პროგრამებს.

{name} online televisionTV PalitraNews

Грузия / Новости

1 231 Просмотры

TV პალიტრანიუსი - TV PalitraNews - ახალი ამბების ტელევიზია! ახალი ამბების ტელევიზია “პალიტრანიუსი” - ეს არის სიახლეები უწყვეტ რეჟიმში.
ჩვენ ტელევიზიას ვაკეთებთ ადამიანებისთვის ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია. პალიტრანიუსი მაყურებელს მრავალფეროვან საეთერო ბადეს სთავაზობს, ყოველ საათში ერთხელ განახლებული საინფორმაციო გამოშვება. მრავალფეროვანი, საინტერესო რუბრიკები კულტურის, ეკონომიკის, გართობის, ტექნოლოგიების, საინტერესო ფაქტებისა და სხვა შესახებ.

{name} online televisionTV25

Грузия / Новости

1 183 Просмотры

“TV25” დაარსდა 1993 წლის 15 ივნისს. მაუწყებლობის არეალი მოიცავს ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის რაიონის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე.
ტელევიზიამ მაუწყებლობა საყოფაცხოვრებო ტექნიკით დაიწყო. ფონდ “ინტერსიუსის” და საქართველოს სატელევიზიო ქსელის დახმარების შედეგად, 1995-1996 წლებში “TV25”-ის მატერიალურ-ტექნიკური და შემოქმედებითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აჭარის იმდროინდელი ხელისუფლების მრავალწლიანი მცდელობა, დამფუძნებლებისათვის წაერთვა ტელევიზიის მართვის სადავეები, მუდამ უშედეგოდ მთავრდებოდა.

{name} online televisionაფხაზეთის ხმა

Грузия / Местные

1 175 Просмотры

აფხაზეთის ხმა Live. აფხაზეთის ხმა-ს ყურება ონლაინ.

.